მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების რეიტინგი 2021 წლის მოგების მიხედვით

613603ecc8064
შოთა ტყეშელაშვილი
06.09.21 19:53
9451
2021 წლის პირველ ნახევარში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა, მთლიანობაში 15 კომერციულმა ბანკმა 1.06 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი - 485.8 მილიონი ლარის მოგება “თიბისი ბანკმა” გამოიმუშავა, რომელსაც 434.8 მილიონი ლარის მოგებით “საქართველოს ბანკი” მოსდევს. მთლიანობაში სამ უმსხვილეს ბანკზე სექტორის მოგების 90% მოდის.

ქართული კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით, 2021 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით:

1. “თიბისი ბანკი” - 485,819,370 ლარის წმინდა მოგება;
2. “საქართველოს ბანკი” - 434,871,593 ლარის წმინდა მოგება;
3. “ლიბერთი ბანკი” - 23,247,257 ლარის წმინდა მოგება;
4. “ვითიბი ბანკი ჯორჯია” - 19,366,015 ლარის წმინდა მოგება;
5. “პროკრედიტ ბანკი” - 19,351,459 ლარის წმინდა მოგება;
6. “კრედო ბანკი” - 16,529,589 ლარის წმინდა მოგება;
7. “ქართუ ბანკი” - 16,002,231 ლარის წმინდა მოგება;
8. “ბაზისბანკი” - 15,622,275 ლარის წმინდა მოგება;
9. “ტერაბანკი” - 15,032,351 ლარის წმინდა მოგება;
10. “ხალიკ ბანკი საქართველო” - 7,648,239 ლარის წმინდა მოგება;
11. “იშ ბანკი საქართველო” - 5,414,106 ლარის წმინდა მოგება;
12. “ფინკა ბანკი საქართველო” - 1,005,671 ლარის წმინდა მოგება;
13. “ზირაათ ბანკი საქართველო” - 912,862 ლარის წმინდა მოგება;
14. “სილქ როუდ ბანკი” - 226,620 ლარის წმინდა მოგება;
15. " პაშა ბანკი საქართველო" - -1,426,094 ლარის ზარალი.

საბანკო სექტორის მოგების ზრდის მიზეზებზე წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები