მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

6368ef167d7bd
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.22 15:45
2183
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის პირველი 9 თვის ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნეს. დოკუმენტების თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ “თიბისია”, რომელმაც 749 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი” 654 მილიონი ლარით. მთლიანობაში სექტორის წმინდა მოგება 1.53 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 1.4 მილიარდი “თიბისისა” და “საქართველოს ბანკზე” მოდის.

ქვეყანაში მოქმედი 14 ბანკიდან 3 ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდ - 79.6-მილიონიანი ზარალი “ვითიბი ბანკს” ჰქონდა, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ის, ბრიტანეთის და EU-ს სანქციების ქვეშაა. ბანკის აქტივების, დეპოზიტების და საკრედიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი “ბაზისბანკსა” და “ლიბერთი ბანკს” გადაეცათ.

"ვითიბის" მსგავსად, ასევე ზარალზე არიან "სილქროუდ ბანკი" და "პაშა ბანკი". 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები