მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული covid-პასპორტის აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს - განმარტება

6194e9b5273fa
ინგა მურუსიძე
17.11.21 17:20
1763
დღეიდან, საქართველოს მიერ გაცემული covid-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ ევროკავშირის ერთიან სივრცეში ჩაერთო, რომელშიც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული.

შესაბამისად, ვაქცინირებულ ან აუცრელ მოქალაქეს, რომელსაც სმარტფონი აქვს, შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელშიც გაივლის რეგისტრაციას და ყველა ინფორმაცია, რომელიც ვაქცინაციას უკავშირდება, ტელეფონში ავტომატურად უნდა გამოჩნდეს, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილი წერს, აპლიკაციის გადმოწერას და მის გამოყენებას ვერ ახერხებს; აღსანიშნია, რომ Georgia e-Health-ის გადმოწერასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უფრო ხშირად წერს Google store-ის მომხმარებელი, ვიდრე - app store-ის.

Bm.ge აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გვითხრა, აპლიკაცია გაწორდება და უახლოეს პერიოდში მისი გამოყენების ინსტრუქციაც გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის: უწყებათშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე გუშინ აცხადებდა, რომ დღეიდან სისტემა სრულყოფილად იმუშავებდა. „ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია; გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - თქვა გუშინ გიორგი ღიბრაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები