მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა - სად/რამდენს ვყიდით?

ღვინო

წელს საქართველოდან ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 93.1 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა უცხოეთში, რაც წლიურად 5%-იანი კლებაა. ამავე პერიოდში 4%-ით იკლო სპირტიანი სასმელების ექსპორტმა და 94.6 მლნ დოლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ ყურძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელები ძირითადად ადგილობრივ ექსპორტს (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წარმოადგენს.

5 თვის სტატისტიკით, ღვინის უმთავრესი გასაღების ბაზარი კვლავ რუსეთია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასეთია:

  1. რუსეთი - $55.9 მლნ;
  2. პოლონეთი - $7.1 მლნ;
  3. უკრაინა - $4.8 მლნ;
  4. ჩინეთი - $4 მლნ;
  5. გერმანია - $3.3 მლნ;
  6. ბელარუსი - $2.7 მლნ;
  7. ყაზახეთი - $2.6 მლნ;
  8. აშშ - $1.9 მლნ;
  9. ლატვია - $1.7 მლნ;
  10. ლიეტუვა - $1 მლნ.

რაც შეეხება სპირტიანი სასმელების ადგილობრივ ექსპორტს, აქაც ნომერი პირველი ბაზარი რუსეთია:

  1. რუსეთი - $45.2 მლნ;
  2. სომხეთი - $12.2 მლნ;
  3. უკრაინა - $9 მლნ;
  4. ბელარუსი - $5.8 მლნ;
  5. აზერბაიჯანი - $4.9 მლნ;
  6. მალაიზია - $2.9 მლნ;
  7. ყირგიზეთი - $2.3 მლნ;
  8. ლატვია - $2.3 მლნ;
  9. თურქეთი - $1.8 მლნ;
  10. ნიდერლანდები - $957.3 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები