მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" ინფლაციას ახალისებს - ეკონომისტი ავტომობილების განბაჟების გაძვირებაზე

ჯდნცდ

“ქართული ოცნება” თავისი საკანონმდებლო ინიციატივებით ინფლაციას ახალისებს", - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.

როგორც ეკონომისტი BMG-სთან ამბობს, ნაცვლად იმისა, რომ გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების ფონზე ხელისუფლება მაგალითად საწვავზე აქციზის შემცირებას განიხილავდეს, თავად იღებს ისეთ ინიციატივებს, რაც ფასების ზრდას დააჩქარებს.

ამ კონტექსტში ეკონომისტი ავტომობილებზე აქციზის მკვეთრ ზრდას ასახელებს, რომელიც თავის მხრივ როგორც ახალი, ასევე ძველი მანქანების გაძვირებას გამოიწვევს.

“აღვნიშნავდი ერთ უცნაურ გარემოებას - იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ "ქართული ოცნების" მთავრობა გამოდის და აცხადებს ბრძოლას ფასებთან, რამდენად ადეკვატურია მაგალითად, მანქანების განბაჟების თემაზე საკანონმდებლო ინიციატივების მიღება. ფაქტობრივად, იმის ნაცვლად რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღოს ზომები რომ შეაკავოს ინფლაცია, პირიქით ასეთი ნაბიჯებით აკეთებს იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ტემპის ზრდას აჩქარებს. როგორ? ძალიან მარტივად, გაძვირდება ძველი მანქანები, გაძვირდება ახალი მანქანები და ჩვენ ვიცით, როგორი მოწყვლადია ეკონომიკა ამ სიტუაციის მიმართ.

ავტომობილები ეხება ფერმერებს, ეს ეხება მცირე მეწარმეებს, ლოგისტიკას, ეს ეხება დისტრიბუციას. ანუ გარდა იმისა, რომ გარე ფაქტორების ფონზე, ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია, "ქართული ოცნება" როგორც ჩანს, ვერ ათვითცნობიერებს რომ გადასადგმელი არის ანტიინფლაციური ნაბიჯები და პირიქით, თავისი საკანონმდებლო ინიციატივებით ქვეყანაში ინფლაციას ახალისებს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები