სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, ქართული საავიაციო ბაზარზე უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air-ი ლიდერობს, რომელიც შარშან 1.2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა.
ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები:
- Wizz Air Hungary - 17% (1 259 069 მგზავრი);
- Turkish Airlines - 7% (553 349 მგზავრი);
- Pegasus - 7% (546 211 მგზავრი);
- Georgian Airways - 7% (515 113 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines - 6% (412 980 მგზავრი);
შარშან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტით 4 750 830 მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადი 29%-ით, რეისები კი 30%-ით გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყნის აეროპორტები ჯამში 7 425 399 მგზავრსა და 31 937 რეისს მოემსახურნენ. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისები 25%-ით გაიზარდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, შარშან 1 722 809 მგზავრსა და 5 078 რეისს მოემსახურა. წლიურად მგზავრთნაკადი 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი კი 951 760 მგზავრსა და 4 144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, შარშან საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25695.581 ტონა შეადგინა. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი.