მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაიზარდა - სად ვყიდით?

Galt & Taggart

წელს, საქართველომ ექსპორტზე 56.1 მლნ აშშ დოლარის 8,806 ტონა თხილი გაყიდა, რაც თანხაში 7.2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაოდენობრივად კი, 20.9%-ით ნაკლებია, რაც ქართულ თხილზე ფასის ზრდით არის განპირობებული.

2023 წელს, თხილზე საექსპორტო ფასი 4.69 დოლარი იყო, წელს კი, 6.37 დოლარია.

ოფიციალური სტატისტიკით, წლევანდელი იანვარ-სექტემბრის ექსპორტიდან 50.6 მლნ აშშ დოლარის 7,193 ტონა თხილი ნაჭუჭგაცლილი იყო. მისი საექსპორტო ფასი 7 დოლარია. ნაჭუჭგაუცლელი თხილის კი, 3.05 დოლარი.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

  1. ესპანეთი - $9.6 მლნ, 1,265 ტონა;
  2. იტალია - $5.3 მლნ, 1,004 ტონა;
  3. გერმანია - $3.7 მლნ, 558.5 ტონა;
  4. რუსეთი - $3.6 მლნ, 652.9 ტონა;
  5. საფრანგეთი - $3.1 მლნ, 417.5 ტონა;
  6. სომხეთი - $3.1 მლნ, 712.3 ტონა;
  7. პოლონეთი - $2.7 მლნ, 382.6 ტონა;
  8. ლიეტუვა - $2.5 მლნ, 336 ტონა;
  9. ჩეხეთი - $2.1 მლნ, 295.3 ტონა;
  10. ისრაელი - $2.1 მლნ, 255.2 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები