მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წვენების ექსპორტი რუსეთში 209%-ით გაიზარდა - I კვარტლის სტატისტიკა

64453cf058442
ლიკა მეგუთნიშვილი
23.04.23 22:00
995
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოდან 5.153 მილიონი დოლარის ღირებულების 4 347 ტონა წვენის ექსპორტი განხორციელდა. 

პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 77%-ით აღემატება, ხოლო მოცულობა ასევე 77%-ით არის გაზრდილი.

ექსპორტიორ ბაზრებს შორის კვლავაც რუსეთი ლიდერობს, სადაც იანვარ-მარტის პერიოდში 2.130 მილიონი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენი გავიდა. საქსტატატის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტი 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 209%-ით არის გაზრდილი.

პირველი კვარტლის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრების ხუთეულში პოზიციები ასე ნაწილდება:

რუსეთი - $2 130 070 - 1,956 ტონა
გერმანია - $987 340 - 915 ტონა
აშშ - $774 890 - 586 ტონა
იაპონია - $429 360 - 242 ტონა
ავსტრალია - $263 510 - 251 ტონა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, გასულ წელს საქართველოდან 15.539 მილიონი დოლარის ღირებულების 13 252 ტონა ნატურალური წვენის ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 30%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 38%-ით გაიზარდა.

ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მაშინაც რუსეთი ლიდერობდა. 2022 წელს რუსეთში 3.566 მილიონი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენი გავიდა.

მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი კი გერმანია იყო, სადაც გასულ წელს 3.547 მილიონი დოლარის ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა.

საექსპორტო ბაზრების ხუთეულში დარჩენილი ადგილები ასე ნაწილდება:

აშშ - $2 724 094 - 1,810 ტონა
ლიბია - $1 050 040 - 1,292 ტონა
ავსტრალია - $1,207 - 861 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები