ქართულმა იურიდიულმა კომპანია BLC-იმ უზბეკეთში წარმომადგენლობა გახსნა - ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. კომპანიის გუნდი ამასთან, უზბეკი პროფესიონალებითაც შეივსო.
"გიზიარებთ სასიამოვნო სიახლეს - BLC-ის უზბეკეთის ოფისი უკვე სრული წარმომადგენლობით ტაშკენტში გაიხსნა და ჩვენს გუნდს პროფესიონალი უზბეკი იურისტები შემოუერთდნენ. ასევე უმნიშვნელოვანესია საქმიანობის დაწყება უზბეკეთის წარმატებული ბიზნეს-კომპანიების გვერდით - „ტრილიანტის ბიზნეს ცენტრში“.
უდიდესი პატივია ვიყოთ პირველი ქართული იურიდიული ფირმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ფართოვდება. ჩვენი ახალი შესაძლებლობებით და ჩვეული პროფესიონალიზმით, მზად ვართ დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს ახალ, მზარდ და საინტერესო ბაზარზე შესვლასა და წარმატებით საქმიანობაში,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
იურიდიული კომპანია ბიელსი 2000 წელს დაფუძნდა და მისი პარტნიორები არიან ქეთევან ქვარცხავა; გიორგი ბათლიძე და ალექსანდრე ბოლქვაძე.




























