მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულმა ოცნებამ" 13-ჯერ "7 ნოემბერი" ჩაატარა - გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის რეჟიმს ყველა პარამეტრით გაასწრო.

„13-ჯერ „7 ნოემბერი“ ჩაატარეს“ - თქვა მან პროევროპულ აქციაზე tv პირველთან ინტერვიუში.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც პროევროპული პროტესტის მონაწილეა და რუსთაველის გამზირზე აქციაზე ხშირად დადის, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩაჭიდებული ადამიანია და ყველა მოქალაქე, ვინც პროევროპულ აქციაზე დააკავეს, „ივანიშვილის ტყვეებია“.

„ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის ტყვეები. მათ პატიმრებს ვერ დავარქმევ. ისინი არიან ნაცემები, გაუბედურებულები. არანაირი დოკუმენტური საფუძვლით არ არიან დაკავებულები. ისინი რეჟიმის ტყვეები არიან და, რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდნენ. ახალ არჩევნებთან ერთად, ეს არის მთავარი მოთხოვნა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, შვილები, ბიზნესმენები. თუ წინა ხელისუფლება ბიზნესმენებს და კრიმინალებს დაერია, ეს მთავრობა პირდაპირ სტუდენტებს და ახალგაზრდებს დაერია. რაც კი სააკაშვილის რეჟიმის დროს იქნა შეცდომა დაშვებული, ესენი უარესს იმეორებენ. 13-ჯერ „7 ნოემბერი“ ჩაატარეს. „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის რეჟიმის ყველა პარამეტრით გაასწრო“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები