მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მარცხი უნდა იწვნიოს“ - სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

2012-2018 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის სანდრო ბარამიძის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებში მარცხი უნდა იწვნიოს.

ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მთავრობის გუნდის ყოფილმა წევრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ჯგუფური, ხროვის აზროვნებიდან სამართლებრივ აზროვნებაზე გადასვლა.

ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია ჯანსაღი პოლიტიკური აზრის გარშემო, რათა ბოლოს და ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მარცხი იწვნიოს - ეს არის აუცილებელი.

მე არ ვიცი, ვინ მოვა და რა შეიცვლება, მაგრამ ხელისუფლების შეცვლა ყოველთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ძალა 10-12 წლის განმავლობაში  იმყოფება მთავრობაში - ასეთ დროს ხრწნის პროცესი კიდევ უფრო მძაფრდება“, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები