მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

ქართული ოცნება
30.12.23 15:32
258

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

ესენი არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

"ყრილობის მთავარი მოვლენაა პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები