მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სტარტაპმა „ელვინ ტექნოლოჯისმა“ აშშ-ის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა

641c4beb99118
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 17:10
800
ქართულმა სტარტაპ კომპანია „ელვინ ტექნოლოჯისმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და SelectUSA საინვესტიციო სამიტზე გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს.

სამიტზე გასამგზავრებელი ბილეთისთვის აშშ-ის საელჩომ კონკურსზე განაცხადების მიღება 28 თებერვალს გამოაცხადა, რაც 15 მარტს დასრულდა. დიპლომატიურმა უწყებამ კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია დღეს Facebook-ის გვერდით გაავრცელა.

„ვულოცავთ ქართულ კომპანია „ელვინ ტექნოლოჯის" ჩვენს პირველ სტარტაპ კონკურსში გამარჯვებას! დარწმუნებული ვართ, რომ თავისი ინოვაციური იდეებით „ელვინი" ბევრს დააინტერესებს მაისში, SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, რომელიც თავს მოუყრის ამერიკულ კომპანიებსა და 70-ზე მეტი უცხოური ბაზრის 1 200 ბიზნესინვესტორს.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რეალობად აქციეს ეს კონკურსი: Startup Connect, American Chamber of Commerce in Georgia, TBC - თიბისი, Marketer.ge, Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: „ელვენ ტექნოლოჯისმა“ მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა შექმნა, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის სიახლე იყო. მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა ამ ეტაპზეც ტესტირების პროცესშია. სტარტაპი ასევე მუშაობს ცეცხლგამძლე მატერიით ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვასა და კასკადიორებისთვის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები