მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება - პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას ულოცავს

ვოლიდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწევას. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები