მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი x-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულით ეხმაურება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა.

საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები