თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი იყო, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
უწყების ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ეკიდა.
მათივე ცნობით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.