მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქეთი ქვარცხავა მთავრობას მეტ თავდაჭერილობას ურჩევს

6034fce147511
ინგა მურუსიძე
23.02.21 19:35
955
BLC-ის იურისტი ქეთი ქვარცხავა საქართველოს მთავრობას, თავის მოქმედებებში, მეტი თავდაჭერილობისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მან bm.ge-ისთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას გააკეთა.

„ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან პოლიტიკურია და ნებისმიერი პოლიტიკური რყევა, ეკონომიკაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, ისევე როგორც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსა და სანდოობაზე. ამ ყველაფერს საით მივყავართ, ამას მალე ვნახავთ.

პოზიტიური ალბათ ძალიან ცოტა რამ შეიძლება დავინახოთ; ნებისმიერი შეზღუდვა იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკაც და ეკონომიკაც საკმაოდ არამყარია, ნეგატიურია. ვურჩევდი მთავრობას, გამოიჩინონ თავდაჭერილობა თავისი მოქმედებების დროს“, - განაცხადა ქვარცხავამ.

ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები