თიბისი კაპიტალის პროგნოზით, თბილისში წლის ბოლომდე ქირის ფასი კვლავ შემცირდება. როგორც ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ BMG-თან საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე კვ.მ-ზე ფასი 11,6$-ია, რაც სავარაუდოდ 11$-მდე დაიკლებს. წლიურ ჭრილში ფასი 7%-იან კლებას აჩვენებს.
„ქირის კლებას ჩვენ ვხედავთ 2023 წლის მაისიდან მოყოლებული. ეს დინამიკა გრძელდება, რადგან მიგრანტების ეფექტის ამოწურვა ყველაზე მეტად ამ სეგმენტზე აისახა. ვფიქრობთ, რომ ეს შემცირების ტენდენცია გაგრძელდება წლის ბოლომდე, ანუ თვიურ ჭრილში კვლავ გვექნება კლება.
ივნისში გვაქვს კვ.მ-ზე 11,6$, ვფიქრობთ რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 11$-მდე შემცირდება.
6 თვის საშუალო არის 12$, რაც წინა წელთან შედარებით არის 7 %-ით შემცირებული“, - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სალომე დეისაძემ.