მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქონების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელფასი 11 730 ლარამდე გაიზარდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მიმდინარე წლიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას ხელფასი თვეში 10 700 ლარის ნაცვლად 11 730 ლარი იქნება. ამის შესახებ სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებები 10%-ით იზრდება.

ცვლილება უწყებაში დასაქმებულ სხვა პირებსაც შეეხებათ. თავმჯდომარის პირველი მოადგილის (ლევან დათაშვილი) ხელფასი 10 470 ლარი იქნება, ხოლო სამი მოადგილის (ირაკლი ხაჭაპურიძე, მირიან ჩაჩავა, ზურაბ წიქვაძე) 10 250 ლარი.

სააგენტოს ჯამური საშტატო ნუსხა 312 ადამიანს აერთიანებს, ხოლო სახელფასო ფონდი 13.4 მლნ ლარს.

ირაკლი შენგელია ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი 2024 წელს გახდა, მას შემდეგ რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სააგენტოს ყოფილი უფროსი, გიორგი დუგლაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დანიშნა. დუგლაძე სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები