"მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან ერთად, პარლამენტი პირბადეების სავალდებულო წესით ტარების შესახებ კანონპროექტზეც მუშაობს, რომლის მიღების შემთხვევაშიც მოქალაქეები, რომლებიც საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს დაარღვევენ, სავარაუდოდ, 50 ლარით დაჯარიმდებიან. თუმცა, არაა გამორიცხული ჯარიმის ოდენობად 20 ან 30 ლარი განისაზღვროს. ამ ინიციატივით დღეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა.