მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Qualcomm-მა მესამე ფისკალურ კვარტალში $9.95 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რამაც Wall Street-ის მიერ პროგნოზირებულ $9.67 მილიარდს გადააჭარბა. ამის მიუხედავად, კომპანიამ წმინდა მოგების გაზრდა ვერ მოახერხა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $2.66 მილიარდს შეადგენდა, ამჯერად ის 25%-ით შემცირდა და $2 მილიარდზე ჩამოვიდა. შედეგად, Qualcomm-მა უოლ სტრიტის მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და დივიდენდის სახით თითო აქციაზე მხოლოდ $2.21 გასცა. ეს მაშინ, როცა ანალიტიკოსები მცირედით მეტს, $2.23-ს ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი კვლავ მობილური მოწყობილობების სეგმენტზე მოდის. სმარტფონების ჩიპების გაყიდვებმა $5.1 მილიარდი შეადგინა, თუმცა ის გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით ჩამორჩება. სამაგიეროდ, ავტომობილების სექტორმა დააფიქსირა $1.59 მილიარდის შემოსავალი და ზრდა, რაც ჩიპების მწარმოებელსა და გერმანულ ავტოგიგანტ BMW-ს შორის დადებული ახალი შეთანხმების დამსახურებით გახდა შესაძლებელი. ამას გარდა, ჭკვიანი მოწყობილობების მიმართულებით გაყიდვები 9%-ით გაიზარდა და $1.83 მილიარდს მიაღწია, ხოლო საპატენტო ლიცენზირების მიმართულებით კომპანიამ $1.28 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Qualcomm-ი მობილური პროცესორებისა და 5G ტექნოლოგიების გლობალური ლიდერია. კომპანია ამჟამად ბაზარზე პოზიციების გაფართოებას და სმარტფონების მიღმა, ავტომობილების, ჭკვიანი სათვალეებისა და ხელოვნური ინტელექტის სექტორში შემოსავლების დივერსიფიკაციას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები