მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი" - ნათია თურნავა

61cedd9400aaa
მარიამ ვარადაშვილი
31.12.21 14:40
710

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. 

“დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი", - აცხადებს თურნავა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა. მისი თქმითვე, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის,  ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ. 

„ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.