მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელს ერასმუსის პროგრამით საზღვარგარეთ სწავლას 2 ათასზე მეტი ქართველი სტუდენტი განაგრძობს"

6268038598be0
მარიამ ადამია
01.05.22 23:40
1114
Erasmus Student Network Tbilisi-ის ვიცე პრეზიდენტ თათია რუსიშვილის ინფორმაციით, წელს საზღვარგარეთ ერასმუსის პროგრამით სწავლას 2 ათასზე მეტი ქართველი სტუდენტი განაგრძობს, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ კარგი მაჩვენებელია, რადგან 2021 წელი ფაქტობრივად, ჩავარდა, როდესაც მაჩვენებელმა, 2020 წელთან შედარებით, რამდენიმე ასეულით დაიკლო.

“ქართველი სტუდენტების რაოდენობა და ინტერესი, რომ Erasmus + -ის პროგრამის დახმარებით სწავლა საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძონ, 2015 წლიდან ეტაპობრივად იზრდება და მაქსიმალური მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა, თუმცა პანდემიის პერიოდში, ჩაკეტილი ცის ფონზე, სტუდენტებმა ფიზიკურად ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება, რაც სტატისტიკაზეც აისახა. მიუხედავად ამისა მიმდინარე პერიოდში მდგომარეობა დასტაბილურდა და დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობაც იზრდება", - ამბობს თათია რუსიშვილი.

როგორც Erasmus Student Network Tbilisi-ის, ვიცე პრეზიდენტმა გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, ჩატარებული კვლევის თანახმად, ის სტუდენტები, რომლებიც Erasmus-ის პროგრამებში მონაწილეობენ, 75%-ით მეტად საქმდებიან, ვიდრე ის სტუდენტები, ვისაც ეს გამოცდილება არ აქვს მიღებული. გარდა ამისა, რუსიშვილმა გადაცემაში, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეჩერებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა.

“რუსეთ-უკრაინის ომმა, Erasmus-ის კავშირებზე უდიდესი გავლენა მოახდინა. დღეს რუსეთში, დაფინანსებების ჩათვლით, ძალიან ბევრი პროგრამა შეჩერებულია, ხოლო უკრაინელებისთვის პირიქით, გამარტივდა როგორც სავიზო პროცედურები, ასევე პროგრამაში მონაწილეობა,” - განაცხადა თათია რუსიშვილმა.

ინფორმაციისთვის, Erasmus ეს არის ევროკავშირის, სპორტის, ახალგაზრდობისა და განათლების უდიდესი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ განათლება ევროპის წამყვან ქვეყნებსა თუ უნივერსიტეტებში მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები