მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"95%-იანი დატვირთულობა გვაქვს" - "ბუდე" მიმდინარე სეზონს დადებითად აფასებს

630c77e02ab0a
მარიამ იზორია
30.08.22 23:44
1170
მესტიაში მდებარე ტურისტული ობიექტის „ბუდეს“ დამფუძნებელი bm.ge-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს. თათია თეთრაშვილის განმარტებით, პანდემიის შემდგომ სეზონი უპრეცედენტოდ აქტიურია და ამ დროისთვის 95%-იანი დატვირთულობა აქვთ.

მისივე თქმით, დამსვენებლებს შორის საერთაშორისო ვიზიტორები ჭარბობენ და ტურისტები ძირითადად არაბული და ევროპული ქვეყნებიდან არიან.

„ძალიან კარგი სეზონია. აგვისტო 95%-ით არის დატვირთული. ივლისიც საკმაოდ აქტიური იყო. პროცენტულად ადგილობრივი დამსვენებელი საერთაშორისო დამსვენებელთან შედარებით ნაკლებია. ძირითადად არაბული და ევროპული ქვეყნებიდან არიან, ჭარბობს რუსი, უკრაინელი და ბელორუსი დამსვენებელიც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გავფართოვდით და არსებულ 10-ს კიდევ ერთი კოტეჯი დავამატეთ. ეს შედარებით მაღალ სეგმენტზე გათვლილი კოტეჯია. ვგეგმავთ ამავე ტიპის კოტეჯების დამატებას“ - აღნიშნავს „ბუდეს“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: „ბუდე“ მესტიაში 11 კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებლებს ორ, სამ, ოთხ და ხუთადგილიან კოტეჯში განთავსებას, საუზმესა და ვახშამს სთავაზობს. ტურისტულ ობიექტში ჯამში 36 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები