მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჩვენეთ უფრო მეტი ერთიანობა" - ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს

629521d3b1fb9
თამთა ჯიჯავაძე
31.05.22 00:07
667
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს უფრო მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს. ზელენსკიმ ბრიუსელში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე მსჯელობდნენ.

„დროა, რომ არ იყოთ დაცალკევებული... ფრაგმენტები... არამედ იყოთ ერთიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა, რაც რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ვერ თანხმდებიან მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებაზე. უნგრეთი, რომელიც რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, აცხადებს, რომ ის აღნიშნულ პაკეტს არ დაუჭერს მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები