მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი ტურისტების გააქტიურება, უცხოელი ტურისტებისას უტოლდება" - „შუხმან ჯგუფი"

62f2cb04e88b9
ალა ისპირიანი
10.08.22 00:50
889
„შუხმან ჯგუფში“ ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებაზე საუბრობენ. Bm.ge-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივების რაოდენობა გათანაბრდა, როცა გასულ წლებში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ჰქონდათ.

„პანდემიის პერიოდში თუ ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორების ნაკლებობა გვქონდა, ისინი ადგილობრივმა სტუმრებმა ჩაანაცვლეს. პანდემიის პერიოდმა და ჩაკეტვამ გამოიწვია, რომ ადგილობრივი ტურიზმი გააქტიურდა“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოიხსნა და საზღვარგარეთ მოგზაურობა თავისუფლად არის შესაძლებელი, ადგილობრივი ტურიზმის ქვეყნის შიგნით გააქტიურების ტენდენცია მაინც შენარჩუნებულია.

„მიუხედავად იმისა,რომ საზღვრები სრულიად გახსნილი და შეზღუდვები მოხსნილია. ადგილობრივი ტურისტი მაინც რჩება მნიშვნელოვან სტუმრად ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ როდესაც პანდემიამდე ჩვენი მოგზაური სტუმარი 90% უცხოელი და 10% ქართველი იყო, ჩვენ შემთხვევაში ეს შეიცვალა და ახლა უკვე 50-50-ზეა“, - აცხადებს იგი.

რაც შეეხება მსყიდველობითუნარიანობას მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მაცხოვრებელი ტურისტის შემოსავალი ძირითადად უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპელის, ამან კომპანიისთვის შემოსავლის კლება განაპირობა.

„ევროპელი სტუმრის შემოსავალი ქართველისგან განსხვავებით დაბალია, შესაბამისად თანხებში გვაქვს კლება. მაგრამ კარგი მაჩვენებელია, რომ ის თანხები რომელიც საზღვრებს გარეთ დასვენების ინდუსტრიაში უნდა გადაღებულიყო საქართველოში დარჩა“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ინფორმაციისთვის, "შუხმან ჯგუფმა" სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში 6 ახალი ვილა ააშენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები