მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქრის" ქარხანა იმპორტს 50%-ით ჩაანაცვლებს - ნათია თურნავა

5edf3af2cc729
ელენე გოგბერაშვილი
09.06.20 11:43
2976
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს "აგარის შაქრის" კომბინატს გახსნიან. როგორ მინისტრმა თქვა, გახსნის შემდეგ "აგარის შაქარი" იმპორტს 50%-ით ჩაანაცვლებს.

"აგარაში გახსნა გვაქვს "აგარის შაქრის" კომბინატის. გაჩერების შემდეგ მთავარი პასუხი მაქვს აგარაზე, რომ ის 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტს", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, "აგარის შაქრის" კომბინატმა მუშაობა სატესტო რეჟიმში 1 ივნისიდან განაახლა. 
 
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "აგარის შაქრის კომბინატის" ხელშეწყობის შესახებ გასული თვის დასაწყისში "Forbes კვირაში" ისაუბრა და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის გადამუშავების წარმოების ხელშეწყობა არსებულ ვითარებაში პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ხელშეკრულებაც პრიორიტეტბს შორისაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები