მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ სტერეოტიპის დანგრევა გვინდა“ - ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლის დამფუძნებლის მიზანი

62c9aa43f2863
თელარა გელანტია
09.07.22 20:18
2312
„თუ 10 წლის განმავლობაში თუნდაც 100 ძლიერი ახალგაზრდა ფერმერი, მეწარმე გავზარდეთ, რომელიც იქნება რაიონში ლიდერი და და ეკონომიკურად მყარად იდგება ფეხზე, ეს იქნება ჩემი მთავარი შედეგი“, - ამბობს დმანისში მოქმედი ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი.

ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში პროფესიული სპეციალობების დაუფლების მნიშვნელობაზე და პროფსასწავლებლების მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ არსებულ სტერეოტიპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლით ცდილობს ეს განწყობაც შეცვალოს.

„ქვეყნის მთლიანი შიდა პორდუქტი უნდა გაიზარდოს. შეიძლება სასაცილოდ ეჩვენებოდეს ბევრს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ვინც ამ სკოლას დაამთავრებს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მშპ-ის გაზრდაში. ქვეყანა უნდა განვითარდეს; ვერავინ გვიშველის ჩვენი თავის გარდა და ჩვენი თავია ეს ახალგაზრდობა, რომელიც მათ შორის ჩვენს სკოლაში სწავლობს - ეს ბავშვები არიან ჩვენი ნერგები.

საბჭოთა კავშირის დროს, თუ ადამიანი რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებდა, მხოლოდ მაშინ მიდიოდა პროფესიულ სასწავლებელში. ეს ძველი გადმონაშთი დღესაც ყველაზე დიდი პრობლემაა მშობლების თაობისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მშობელი წყვეტს, სად გააგრძელოს სწავლა მისმა შვილმა და ძალიან უჭირთ, რომ პროფესიულ სასწავლებელში გაუშვან. ჩვენ გვინდა, ამ ფსიქოლოგიის დანგრევა.

თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სასწავლებელში ბევრ უნივერსიტეტზე კარგი პირობებია. ძალიან ბევრ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, რათა ჩვენმა სტუდენტებმა ღირსეულად იგრძნონ თავი და ეს ფსიქოლოგიური მომენტი მოიხსნას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუდენტებისთვის ეს ბარიერი უკვე მოხსნილია და ბევრად ბედნიერები არიან აქ, ვიდრე თბილისის ან სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში“, - განაცხადა მიხეილ სვიმოშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას, დარგების მიხედვით, „კავკასიის“ მსგავსი 20-30 სკოლა სჭირდება.

„ეს კერძო პროფესიული სასწავლებელია, სადაც გადმოვიტანეთ „პატარა შვეუცარია“. ჩვენი სკოლა ყველასია, ქვეყნის სკოლაა. ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა და ასევე გვინდა, მასწავლებლების გადამზადებაც დავიწყოთ. ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა. მასწავლებლების დეფიციტია ქვეყანაში. განსაკუთრებით ეს ჩანს მაშინ, როდესაც პრაქტიკული სამუშაოებია ჩასატარებელი. ბედნიეირ ვარ, რომ ძველი თაობის სკოლიდანაც გვყავს მასწავლებლები, რომლებიც მთელ ენერგიას დებენ ამ საქმეში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები