მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამის ასე განხორციელება არ შეიძლება... ბევრმა ბიზნესმენმა უნდა თქვას ეს საჯაროდ" - პაპაშვილი ტაბელის ცხრილზე

62da868671965
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.22 11:31
6099
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი გასული წლის მარტიდან ბიზნესისთვის დაკისრებულ დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულებას ერთი წლის შემდეგაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მტკივნეული იყო.

როგორც მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტმა ბიზნესმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს.

„სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკაა, რომ ცვლილებები უკიდურესად მტკივნეულად უნდა განხორციელდეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შრომის ინსპექციას გაფრთხილება არც მოუცია ისე დაგვიწერა ჯარიმა, ამის პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავი, გავასაჩივრე და წავაგე. ვითხოვ, რომ ამის განხორციელება ბიზნესისთვის ასეთი მტკივნეულად არ იყოს.

ბევრმა ბიზნესმენმა უნდა თქვას ეს საჯაროდ. ჩვენ ვემხრობით და გვინდა, რომ შრომა უსაფრთხო იყოს, რადგან რაიმე რომ დაემართოს ჩემს დასაქმებულს, უპირველეს ყოვლისა ჩემი პრობლემაა“, - განმარტა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს შორის სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, რომელთა ამოქმედება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.

„შრომის ინსპექციის მიერ დადგენილი ნორმების განხორციელება ასე მყისიერად არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს დაჩქარებული და ფორსირებული ტემპებით მიმდინარეობს და ქართულ ბიზნესს ამის მიღება გაუჭირდება. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლის უფრო სწრაფად ამოქმედება უნდა მოხდეს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მაგალითისთვის, ევროკავშირის სტანდარტით რძის პროდუქტების წარმოება აკრძალულია მეორე და პირველი კატეგორიის რძით, ჩვენს ქვეყანაში ამ სტანდარტს ვერ მივაღწიეთ და ყველა პროდუქტი, რასაც ჩვენი მომხმარებელი ყიდულობს, მეორე კატეგორიის რძითაა ძირითადად ნაწარმოები“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები