აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "ტვიტერზე" პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვას ავრცელებს, სადაც ის რუს ხალხს მიმართავს.
„არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც იზიარებთ ოჯახურ, ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი!", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვაში.




























