მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავინ იფიქროს,ეს ომი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე მოგვარდეს"

63dab7295994e
ალა ისპირიანი
01.02.23 22:49
1420
"საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შედგება, რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს ოკუპაციაზე.

"რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დანებების პირობებში რუსეთს სრული გასვლა თუ არ იქნება მოთხოვნილი, “დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები