მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ს სიმინდის და ხორბლის ცენტრი საქართველოსთვის მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობაზე იმსჯელებს"

62cabd03e2ebb
BM.GE
10.07.22 16:00
1557
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ქერი ფაულერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, სადაც საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი იყო განხილული, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა.

სამინისტროს ცნობით, ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, დამატებითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვაშინგტონიდან სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორი ბრემ გოვაერცი ონლაინ ჩაერთო.

მხარეებმა საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის საკითხის დეტალები განიხილეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხარისხიანი სათესლე მასალის მოწოდება და შემდგომში ხორბლის წარმოების გაზრდაა. ოთარ შამუგიამ დეტალურად განიხილა საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

CIMMYT-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამერიკის სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი იმსჯელებს საქართველოსთვის მარცვლეულის კულტურების თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები