მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალ შტამთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, თუმცა საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს“ - გამყრელიძე

61b5b2465fa8b
თამთა ჯიჯავაძე
12.12.21 12:25
619
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე ვილაპარაკებთ მაშინ, როდესაც დღეში 1000 შემთხვევაზე ნაკლები, რამდენიმე ასეული შემთხვევა გვექნება და ასევე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20-ის ჩამოსცდება.

გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ახალ შტამთან - ომიკრონთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, თუმცა „საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს“.

„ერთი დამამშვიდებელი ამბავი, რაც გუშინ გავრცელდა, არის ის, რომ სამხრეთ აფრიკაში ერთთვიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები არ არის გაზრდილი. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ დელტასთან შედარებით, ახალი შტამი ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს. ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 922 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები