მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმში, ცათამბჯენების ბევრ უბანში, მოქალაქეებისთვის ფეხით სავალი გზა არ არის" - სალუქვაძე

62e2e541e5dbc
ალა ისპირიანი
30.07.22 00:15
1285
ბათუმი მასშტაბური მშენებლობების ეპიცენტრია და უკვე არაერთი ცათამბჯენი აშენდა. პროცესი ეკონომიკურ აქტივობას იწვევს, თუმცა მეორე მხრივ ქაოსური განაშენიანება ქალაქს პრობლემებს უქადის.

როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ „სითი ინსტიტუტის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ბათუმში უკვე 100-მდე ცათამბჯენი აშენდა, რაც მისი აზრით, პრობლემებს გამოიწვევს.

„ამ ცათამბჯენების უბნებში, ძალიან ბევრია ისეთი უბანი, სადაც ფეხით სავალი გზა მოქალაქეებისთვის არის და ეს პრობლემას ქმნის. ასევე სანიაღვრეები ბათუმის მთავარი სადარდებელია, რადგან კარგად ვხედავთ ხოლმე დატბორილ ქუჩებს, სადაც ნავებით გადაადგილდებიან. ბათუმში 100-მდე ცათამბჯენია, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ იმას, რაც უნდა აშენდეს. ამაზე ადრე გაცემული ნებართვები არსებობს, რომლის წინააღმდეგაც სამწუხაროდ გენგეგმას არავითარი ბერკეტი არა აქვს“, - ამბობს იგი.

როგორც სალუქვაძემ განაცხადა, ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და კვლევის ეტაპი დასასრულისკენ მიდის.

„ქალაქი თანაბრად უნდა იყოს განვითარებული და ყველა სერვისი და საჭიროება შესაძლებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში თანაბრად განვავითაროთ. გენგეგმა სწორედ ამისკენ იქნება მოწოდებული. ახლა ვართ კვლევის ეტაპის დასასრულისკენ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები