მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბახმაროს პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის გამართვა სჭირდება" - "კოტეჯები ბახმაროში"

64b3dbc27daa2
თინათინ ნატმელაძე
16.07.23 18:20
1186
"კოტეჯები ბახმაროში" დამფუძნებელი ლელა მონასელიძე BMG-სთან საუბრისას ყვება, რომ წელს გურიაში ტურისტული სეზონით კმაყოფილები არ არიან, რადგან წინა წლებთან შედარებით ნაკლები დამსვენებელი ყავთ.

"იმედი გვაქვს, რომ ეს ამინდების გამოა განპირობებული და სიტუაცია შეიცვლება. ზოგადად, ბახმაროში ძირითადად ქართველები ჩამოდიან, უცხოელი ვიზიტორები ნაკლებად გვყავს", - ამბობს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

მისივე ცნობით, ბახმაროში ბიზნესის ოპერირება საკმაოდ ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რადგან აქ საკომუნიკაციო არხები გაუმართავია, რაც სრულფასოვანი სერვისის შექმნას აფერხებს.

"გვპირდებიან, რომ მალე მიხედავენ ბახმაროს ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით წყლის გაყვანილობას და კანალიზაციას, ამჟამად გზა კეთდება და იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად ინფრასტრუქტურის ნაწილი მოგვარდება და აქაური ტურისტული ობიექტები სრულფასოვანი სერვისის შექმნას მოვახერხებთ

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ცნობადობის ნაწილია, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბახმაროს პოპულარიზაცია აკლია, რადგან მას უნიკალური ბუნებრივი თვისებები აქვს, რომელიც სრულფასოვნად ათვისებული არ არის", - აღნიშნავს ლელა მონასელიძე.

რაც შეეხება საფასურს, "კოტეჯები ბახმაროშის" დამფუძნებელი გვიყვება იმასაც, რომ რთული პირობებიდან გამომდინარე სერვისის შექმნა საკმაოდ ბევრი გამოწვევის პარალელურად უწევთ, რაც თვითღირებულებასაც ზრდის, სწორედ ამიტომ, ბახმარო ძვირ კურორტად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები