რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც მედიაციას თურქეთი უწევდა, დასრულდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო 24 საათით ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ვისაუბრეთ, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი არ არის“ - თქვა კულებამ.
მისი შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა ერთდროულად მარტივიც იყო და რთულიც, თუმცა ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
კულებას თქმით, მოლაპარაკებები მარტივი იყო, რადგან ლავროვი მის ჩვეულ ნარატივს მიჰყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.
„რთული კი იმიტომ იყო, რომ მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისთვის, რათა მომენახა დიპლომატიური გამოსავალი ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ვითარდება,“- განაცხადა კულებამ.




























