მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩანს, რომ მთავრობის პოლიტიკაა წაახალისოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება" - ფადი ასლი

63ee3642d6ce9
მარიამ ვარადაშვილი
16.02.23 18:04
858
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა რუსეთიდან გადმორიცხული ფულის მეშვეობით მოხდა.

ამას გარდა, ICC-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ დასავლეთს ნდობა დაკარგული აქვს და ამ მიზეზით შეუძლებელია ქვეყანაში მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი შემოვიდეს. ფადი ასლი ასევე ამბობს, რომ მთავრობას არ გაუჭირდება თუნდაც ანაკლიის პორტზე ინვესტორის მოძიება, თუმცა ეს დიდი ალბათობით რუსული კაპიტალი იქნება, რადგან საარბიტრაჟო დავის პირობებში უცხოელი ინვესტორები პროექტით არ დაინტერესდებიან.

“2023 წელს 2022 წლის ტრენდი გრძელდება. რუსეთიდან ბევრი ფული შემოვიდა და ბევრი რუსული ბიზნესი საქართველოში საქმიანობს. სხვა ქვეყნებიდან ბევრად ნაკლები ინვესტორი გვყვავს. გაურკვევლობაა რა მოხდება, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა გვაქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც გაურკვევლობაა. გასული წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში არავინ ელოდა, რომ საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. ვფიქრობდით, დაახლოებით 4-5%-იანი ზრდა იქნებოდა, თუმცა ომი საქართველოსთვის "ბუსტი" აღმოჩნდა. ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი სარგებელი მიიღო ამ ომისგან და სწორედ ამიტომ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. ფულის გადმორიცხვის ტრენდი ნარჩუნდება. ეს პროცესი საფრთხის შემცველია, რადგან უფრო მეტად ვხდებით რუსეთზე დამოკიდებული. ჩანს, რომ მთავრობის პოლიტიკაა წაახალისოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი, თუ ახალ მთავრობას ენდომება დივერსიციფირება მოახდინოს ეკონომიკური პარტნიორების და ამის გამო რუსეთი საქართველოს დასჯას მოინდომებს, ეს ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს.

ამგვარად, თუ ჩვენი რესურსების დივერსიფიცირება არ მოვახდინეთ, ვგულისხმობ ინვესტიციების, გადმორიცხვებს, ეს დიდი საფრთხე იქნება ქვეყნისთვის. მთავრობამ დაკარგა დასავლეთის ნდობა და ეს აშკარაა. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი საქართველოს არ ენდობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ღიად დაიკავა რუსეთის მხარე. რა თქმა უნდა, მთავრობას შეუძლია იპოვოს ანაკლიის ინვესტორი, თუმცა ამ ფულის წარმომავლობა საეჭვო იქნება. დიდი ალბათობით რუსული ფული იქნება მის უკან", - ამბობს ფადი ასლი.

BMG-თან საუბრისას მან ასევე ისაუბრა ჰიდროელექტროსადგურებზე და თქვა, რომ მთავრობა უძლურია დიდი პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყოს. 

"რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, მოვისმინე პრემიერმა ისინი პრიორიტეტად დაასახელა. იცით, მთავრობას აქვს ნულოვანი ნდობა, რადგან ის ჰესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების აღსრულებაში უძლურია. ამ ათი წლის მანძილზე მთავრობამ ვერცერთი ჰესის პროექტის განხორცილება ვერ უზრუნველყო. ვინ ჩადებს ინვესტიციებს ჰესებში, როცა იციან რომ მთავრობა უძლურია ამ საკითხთან მიმართებით. ამიტომ, ეს ყველაფერი მეამიტობა და პოპულიზმია, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება რომ რამე ხდება ამ მიმართულებით",-აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები