მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი შემოსავლების 10-15% საერთაშორისო ბაზრებიდან დაგენერირდება“ - TNET

6394812830e20
მარიამ იზორია
11.12.22 10:45
734
კომპანია „თინეთი“ საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი, უზბეკეთში განვითარებას აპირებს. გეგმებზე bm.ge-სთან ინტერვიუში გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩუმაშვილმა ისაუბრა. 

„უზბეკეთში გასვლას ჩვენი რამდენიმე პლატფორმით ვაპირებთ. საბოლოოდ, კი ჩვენი შემოსავლების 10-15% საერთაშორისო ბაზრებიდან დაგენერირდება“, - ამბობს ის.

„თინეთის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, კომპანიას თვეში მილიონ 600 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება კომპანიის ბრუნვას, „თინეთის“ წლიური ბრუნვა 100 მილიონი ლარია.

„არც ერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი შემთხვევა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60-65% ერთ ეკოსისტემაში იყოს გაერთიანებული. ეს „თინეთმა“ შეძლო. ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა თვეში მილიონ 600 000-ია“, - განმარტავს „თინეთის“ გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ - „თინეთი“, ჯამში ცხრა, ისეთ წამყვან ონლაინპლატფორმებს აერთიანებს, როგორიც mymarket.ge, myauto.ge, TKT.GE-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები