მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთი - ჩვენნაირი მაღალი ჯარიმა არცერთ ქვეყანას არ აქვს"

5f29276eee0e4
ინგა მურუსიძე
04.08.20 13:15
1286
დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთი - ჩვენნაირი მაღალი ჯარიმა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, 10 ათას ლარიანი ჯარიმა ძალიან ბევრია და დღევანდელ პირობებში ამხელა თანხის მოგებაზე გასასვლელად რესტორანმა მინიმუმ 4 თვე უნდა იმუშაოს.

„ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ჯარიმები მსოფლიოში, ასეთი მაღალი ჯარიმები არავის არ აქვს. სპეციალურად მოვიძიეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას 10 ათას ლარიანი ჯარიმა არ აქვს, მითუმეტეს კოვიდის პირობებში. ბიზნესი თითქმის გაკოტრებულია, რამდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ვალი აიღოს და ობიექტი აამუშაოს, ამისთვის წინასწარ გაიარა ლიცენზიის აღების პროცედურა და ერთ ან ორ კვირაში კვლავ მიადგნენ ამ ხალხს და იმ პირობებზე, რაზეც ლიცენზია თავად ჰქონდათ მიცემული, თავადვე დააჯარიმეს. ეს წარმოუდგენელია და ეს არის ბიზნესის დაშინება. ბევრი ადამიანი, ვინ ფიქრობდა, რომ ვალს აიღებდა და ობიექტს გახსნიდა, გადაწყვიტა ვალი აღარ აიღოს და ობიექტი დატოვოს დახურული, რაც კარგი არ არის.

დღეს ობიექტები იხსნება არა მოგებისთვის, არამედ ადამიანები უბრალოდ ფიქრობენ, რომ ტყუილად ყოფნას ჯობია ტყუილად მუშაობა“, - განაცხადა ალავერდაშვილმა "მთავარის" პრეს-კლუბში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები