მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დეფოლტი გარდაუვალია" – Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი მაქსიმალურად შეამცირა

622848e8542f1
გიორგი თოლორდავა
09.03.22 10:31
2601
საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი თითქმის ყველაზე დაბალ დონემდე “C“-მდე შეამცირა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მოსალოდნელი დეფოლტის ზონაშია.

"საკრედიტო რეიტინგის “C” დონემდე ჩამოქვეითება ასახავს Fitch-ის მოლოდინებს, რომ რუსეთის მიერ სუვერენული დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია", - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის რეიტინგი დეფოლტის ზონამდე შეამცირეს Moody’s-მა და S&P Global-მაც.

აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს შეფასებით, რუსეთი დეფოლტს, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოაცხადებს ანუ ის ვეღარ შეძლებს ვალდებულებების მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები