მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიდმა ბრიტანეთმა უნდა გაზარდოს გადასახადები და შეამციროს ხარჯები" - ჰანტი

6370f63bed01a
თათია კაკიაშვილი
13.11.22 19:50
925

„ყველას მოუწევს მეტი გადასახადის გადახდა. დიახ, პირდაპირ ვამბობ, რომ გადასახადები გაიზრდება და ეს ერთგვარი მსხვერპლი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ქაოსისგან თავის დასაღწევად", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯერემი ჰანტიმ განაცხადა და დასძინა, რომ გეგმის აღსრულებას ამ კვირიდან შეუდგება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ამასთან, ჯერემი ჰანტიმ დაადასტურა, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის, რომელიც ენერგოგადასახადებს ვერ იხდის, მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდება, თუმცა დახმარებაზე გარკვეული შეზღუდვები იარსებებს. მისივე თქმით, სწორედ ამ ახალი გადაწყვეტილებით შეძლებს დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური სანდოობის აღდგენას მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ფინანსური ქაოსი გამოიწვია.

CNBC-ის ცნობით, ჰანტმა თქვა, რომ არ სურს მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის გამწვავება, მაგრამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რომელიც Covid-19-ის პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც სექტემბერში ლიზ ტრასის მიერ ე.წ. „მინი-ბიუჯეტით“ დაუფინანსებელი გადასახადების შემცირებამ ობლიგაციების ბაზრის რღვევა გამოიწვია, ჰანტმა და პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ „მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“ იმ ფონზე, როცა 10%-იანი ინფლაციაც კი ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.

ბრიტანეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია თითქმის სრულად შეცვალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები