მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საბაგიროების ჩართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უამინდობის გამო გუდაური-კობის საავტომობილო გზა ჩაიკეტა, საბაგიროები კი მგზავრების გასადაყვანად უნდა გამოეყენებინათ.
თუმცა როგორც ირკვევა, დღეს საბაგიროები ძლიერი ქარი გამო არ ჩართულა.
„საბაგიროები ჩაირთვება მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, რის შესახებაც შეგატყობინებთ 1 საათით ადრე, Facebook გვერდის საშუალებით“, - წერია სათხილამურო კურორტ გუდაურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები მგზავრთა გადაყვანის მიზნით საგზაო მოძრაობის აღდგენამდე ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე იმუშავებს. როგორც BM.GE-ის მთის კურორტების მართვის კომპანიაში განუცხადეს საბაგიროებზე ამსვლელები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.