მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო... წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება" - ღარიბაშვილი

60f285afcb01d
ინგა მურუსიძე
17.07.21 11:27
2565
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. 

„მოგეხსენებათ, ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ გვქონდა რეგიონშიც და ალბათ მსოფლიოშიც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%. მაისში -25%, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი კარგი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები