მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკა, კვალიფიციური მუშახელი, 48-საათიანი სამუშაო კვირა" - რა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე?

64b14b6302bdb
ინგა მურუსიძე
14.07.23 17:16
2059
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობასთან შეხვედრისას ბიზნესმა სამი ძირითადი მიმართულება დააყენა:

„ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, როცა კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლებასთან და მით უმეტეს ინვესტორთა საბჭოს ძალიან ეფექტიანად ვიყენებთ.

დღეს დავაყენეთ სამი სხვადასხვა საკითხი:

პირველი ეს არის ენერგეტიკა, განახლებადი ენერგია. ჩვენ ვთქვით, შეიძლება თუ არა განიხილოს სახელმწიფომ პროექტი, ბიზნესთან ერთად და ასეც გადაწყდა, რომ გარკვეული პროდუქცია იწარმოებოდეს საქართველოში, რომელიც მერე გამოიყენება განახლებადი ენერგიების წყაროების საწარმოებლად. ეს არის ჰესები, ქარის სადგურები, მზის ენერგიის სადგურები და ა.შ. მივიღეთ დაპირება ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ამაზე დავიწყებთ მუშაობას ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანო და ვფიქრობთ, ღირებულია ახალი წარმოება საქართველოში.

მეორე საკითხი - მკვეთრად გამოკვეთილი პრობლემა რაც არის ბიზნესისთვის - ეს არის მუშახელის არარსებობა, მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა და ზოგადად, თავად მუშახელის უფრო ნაკლებობა, ვიდრე იყო წინა წლებში. განათლების სამინისტროს აქვს ძალიან კარგი პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანებისთვის. მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს იმ სფეროებში, რომელიც ბიზნესს სჭირდება. უნდა დავასწავლოთ ადამიანებს ის საქმიანობა და პროფესია, რომელიც არის გამოყენებადი და მოთხოვნადი ბიზნესის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიციების განხორციელებას აზრი არ აქვს. განათლების მინისტრთანაც გვქონდა დღევანდელ დღემდე შეხვედრა და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ხელისუფლების და ბიზნესის პოზიცია ამ კუთხით, რაც ძალიან გვიხარია.

მესამე საკითხი, რაც შეხვედრაზე დავაყენეთ, 48-საათიან სამუშაო კვირასთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეეხება და აქაც გვაქვს მოსაზრებები, რაც მოდის ჩვენი წევრებისგან. ჩვენი წევრები და ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ეკონომიკის 75%-ს წარმოადგენენ, ვალიდური და ლეგიტიმურია პრობლემების დაყენება. კიდევ ერთხელ ეს პრობლემა გავაჟღერეთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები