მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალ სქემაში მთავარი აუქციონის წესის ვადებია"

63600b4a68525
ალა ისპირიანი
31.10.22 21:55
795
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ყურადღება აუქციონის ვადებს უნდა დაეთმოს.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო რეგიონალურ პოლიტიკას, ენერგეტიკის კუთხით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეწიოს.

„ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხია აუქციონის წესი, დროის ნაწილში. მაგალითად, 1 500 მეგავატზე, რაზეც აუქციონი უნდა იყოს ჩატარებული მთავარი კითხვაა, რომ თუ 20 მეგავატის პროექტი მაქვს და სახელმწიფოს აუქციონში მიღებას ვთხოვ, რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი. სადამდე უნდა შეივსოს, რომ აუქციონი ჩატარდეს. აქ მთავარი და მნიშვნელოვანია დრო.

ასევე ვხედავთ, რაც მაგალითად თურქეთში ხდება, 28 ცენტი გახდა ელექტროენერგიის ღირებულება, აზერბაიჯანი კი თურქმენეთთან აფორმებს ხელშეკრულებას, კასპიის ზღვაში კაბელი უნდა ააშენონ და ა.შ. ჩვენთვის დრო მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის კუთხით, დროზე დავეწიოთ მსოფლიო რეგიონალურ პოლიტიკას. ჩვენი ჰიდრორესურსები 18% გვაქვს ათვისებული და წინ მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვიაროთ. ეს აუქციონები ამ დროში რამდენად მოერგება ეს გამოჩნდება", - ამბობს გიორგი მარგებაძე. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის სექტორისთვის დაანონსებული მხარდაჭერის მექანიზმი დღეს წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება. საუბარია ე.წ CFD მექანიზმზე, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული PPA ხელშეკრულებები უნდა ჩაანაცვლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები