მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეპიდვითარება გაუმჯობესებულია... მინდა, ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადავუხადო"

624ab4d74d0e3
მარიამ იზორია
04.04.22 13:12
1169
“ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მინდა, ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, იგი ძალიან ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 7 დღის ინციდენტების საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები