მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტში ყველაზე დიდი პრობლემა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირების სიძვირეა" - გვანცა მელაძე

64109756252be
ალა ისპირიანი
14.03.23 20:30
719
"ექსპორტის განვითარების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის, გვანცა მელაძის თქმით, ექსპორტის მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა ლოგისტიკა და ტრანსპორტირების სიძვირეა.

როგორც მან, BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, ასევე საჭიროა ქვეყნის იმიჯზე მუშაობა.

„ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენს ექსპორტს აქვს არის ლოგისტიკა და სიძვირე. ტრანსპორტირების ფასი გაზრდილია, რომელიც პროდუქციის საინვოისო ფასში ისედაც დიდ წილს შეადგენდა. მალფუჭებად პროდუქციას რაც შეეხება სეზონის დროს პროდუქტი ფაქტობრივად ვერ ასწრებს, დანიშნულების ადგილზე ჩასვლას - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ევროკავშირს, სადაც ხმელეთით გადაზიდვა გვიწევს.

გარდა ამისა, საბოლოო პროდუქციას რომელსაც ვერ ვაწოდებთ ისეთ დროში რაც საჭიროა, ასევე ის პრობლემა აქვს, რომ მას მომხმარებელი განვითარებულ ბაზრებზე არ იცნობს. ზოგადად საქართველოს ისეთი იმიჯი არა აქვს, რომ ამის გამო ქართული ბრენდის შესყიდვა მოხდეს. აქ უკვე ვაწყდებით მაღალ მარკეტინგული ბიუჯეტის საჭიროებას, მაგრამ კომპანიების დონეზე ეს ვერ მოხდება, ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაცია უფრო მეტად უნდა მოხდეს. საჭიროა ქვეყნის დადებითი იმიჯი, იმისთვის რომ გრძელვადიანი საპარტნიორო შეთანხმება დაიდოს.

რაც დრო გადის ქვეყნის იმიჯი უფრო იზრდება, თუმცა ის მოვლენები რაც მაგალითად ერთი კვირის წინ მოხდა დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ასევე იმიჯზე. იმას რასაც მივაღწევთ ამდენი თანხების გადახდით და ჩვენს ქვეყანას პოზიტიური კუთხით უფრო პოპულარულს გავხდით უცებ ხდება ჩვენი ქვეყანა პოპულარული ნეგატიური კუთხითაც, რაც უმალვე აისახება ბიზნეს ურთიერთობებზე", - განაცხადა გვანცა მელაძემ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით ექსპორტ/იმპორტი მცირედით შემცირდა. გასულ თვეში საექსპორტო ბაზრებზე 455.8 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასულ თვესთან შედარებით მცირედი კლებაა, თუმცა წლიურად ზრდა $27 მილიონია. რაც შეეხება იმპორტს, თებერვალში ქვეყანამ 963.6 მილიონის პროდუქცია შეიძინა, კლებაა როგორც წინა თვესთან, ასევე წლიურ ჭრილში. წლის 2 თვეში კი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ 898 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი $914.7 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $1.98 მლრდ-ია.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში მილიარდ 68 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები