მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე სიტუაცია სტაბილური არ არის, რამაც მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
„უამინდობის გამო, წელს დაბალი ხარისხის თხილი გვქონდა. 800 ტონამდე თხილი შევისყიდეთ, გადავამუშავეთ და ექსპორტზე 250 ტონამდე თხილის გული გავიტანეთ. მოთხოვნა შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობით აიხსნება. რუსეთ-უკრაინის ომმა ფასის კლებაც გამოიწვია. თხილის საექსპორტო ფასი, დაახლოებით, $5-ის ფარგლებშია“, - აღნიშნავს ის.
„ვანი ნათსის“ დამფუძნებელი მთავრობის მიერ დაანონსებულ სუბსიდირების პროგრამასაც ეხმაურება. მახარე ლემონჯავას თქმით, დარგში მხარდაჭერის მექანიზმის საჭიროება ნამდვილად არსებობს.
„დარგში სუბსიდირების საჭიროებაა, ფერმერებს ეს მართლაც სჭირდებათ და ამ მოვლენას დადებითად ვაფასებთ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
თხილის სუბსიდირება დარგმა დააინიცირა - რა მოლოდინი აქვთ მეთხილეებს?