მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ადამიანი რეალობას აცდენილია" - კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე

641c3af542e5d
ინგა მურუსიძე
23.03.23 13:59
459
თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რეალობას აცდენილია. ასე აფასებს კალაძე საქართველოში ვიზიტამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელლიც ამბობს, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.

„არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ იცით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც წარმოდგენილია. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, არის ოპოზიცია“ - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. მანამდე კი მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირის მკაფიო მიზანი.

"ბოლო კვირებში ისინი თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - ნათქვამია ანალენა ბერბოკის კომენტარში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები