უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგებს აფასებს.
“ომის მე-9 დღე. გარშემორტყმული დიდი ქალაქები. ბლოკირებული სურსათის/მედიკამენტების მიწოდება. სამოქალაქო პირებისთვის სროლა. საცხორებელი ადგილების სარაკეტო დაბომბვა. ტერორისტული თავდასხმა ატომურ სადგურზე. ომის წესების უგულებელყოფა. ეს არის სიმართლე რუსეთზე”, - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.




























